UNICEF-ი ღაზაში ბავშვების მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

UNICEF-ი ღაზაში ბავშვების მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

2118299
UNICEF-ი ღაზაში ბავშვების მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღაზაში რეკორდული რაოდენობის ბავშვები საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) სპიკერმა ჯეიმს ელდერმა სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე  გააზიარა პოსტი, მისი ვიზიტის შესახებ ნასერის ჰოსპიტალში, ღაზას უმსხვილეს ჯანდაცვის კომპლექსში, რომელიც ისრაელის მხრიდან ინტენსიური დაბომბვების ქვეშ იმყოფება.

UNICEF-ი სპიკერმა განაცხადა, რომ ღაზაში ბავშვების რეკორდულ რაოდენობას ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება. მისივე თქმით, რეგიონის 36 საავადმყოფოდან 12 ნაწილობრივ მოქმედებს.

მან ასევე დასძინა, რომ ნასერის ჰოსპიტალი იყო ტერიტორია, სადაც ათასობით ადამიანმა შეიფარა თავი და, რომ საავადმყოფოს დერეფნებში ახლა „მკვდარი სიჩუმე“ სუფევს, რომლის დიდი ნაწილი დაბომბვის გამო განადგურდა



მსგავსი ინფორმაციები