რა საკითხები განიხილეს ენტონი ბლინკენმა და ფეისალ ბინ ფარჰანმა?

რა საკითხები განიხილეს ენტონი ბლინკენმა და ფეისალ ბინ ფარჰანმა?

2118151
რა საკითხები განიხილეს ენტონი ბლინკენმა და ფეისალ ბინ ფარჰანმა?

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფეისალ ბინ ფარჰანმა ამერიკელ კოლეგასთან, ენტონი ბლინკენთან, რომელიც ეწვია მის ქვეყანას, განიხილა ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობა ისრაელის თავდასხმების დროს და ვითარება ქალაქ რაფაში, სადაც ისრაელი სახმელეთო ოპერაციების განხორციელებით იმუქრება.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მინისტრი ბინ ფარჰანი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ჯიდაში შეხვდნენ ერთმანეთს.

ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების გზები და ერთობლივი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში.

დიპლომატებმა შეხვედრაზე შეაფასეს ცეცხლის შეწყვეტა ღაზას სექტორში და ვითარება რაფაში, რომელიც ისრაელის სამიზნეა, სადაც ბევრმა დევნილმა პალესტინელმა შეაფარა თავი.

 ბინ ფარჰანმა და ბლინკენმა ასევე განიხილეს ღაზაში სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარებისთვის საჭირო ძალისხმევა.

ცნობისათვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მან დაამტკიცა ღაზას სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაზე სახმელეთო ოპერაციის გეგმა და რომ ისინი „მალე“ დაამტკიცებენ გეგმას ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანის თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 7 ოქტომბრიდან ღაზას სექტორზე ისრაელის თავდასხმების შედეგად დაიღუპა 31 ათას 923 პალესტინელი, მათ შორის მინიმუმ 14 ათასი ბავშვი და 9 ათას 220 ქალი, ხოლო 74 ათას 96 ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ ათასობით დაღუპულია.

თავის მხრივ, საუდის არაბეთში მყოფმა ენტონი ბლინკენმა, მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანსაც შეხვდა, რა დროსაც ასევე ღაზას სექტორში განვითარებული მოვლენები განიხილა.



მსგავსი ინფორმაციები