ციხეში გაჩენილი ხანძრის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
ციხეში გაჩენილი ხანძრის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
2118294
![ციხეში გაჩენილი ხანძრის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა](http://cdn.trt.net.tr/images/xlarge/rectangle/0170/e83b/d18d/65fbdc5b8d08a.jpg?time=1722046831)
დომინიკელთა რესპუბლიკაში ციხეში გაჩენილი ხანძრის შედეგად ბოლო მონაცემებით, 11 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გაურკვეველი მიზეზით ხანძარი დედაქალაქ სანტო-დომინგოში, ლა ვიქტორიას ეროვნულ ციხეში გაჩნდა.
ხანძარს 11 პატიმარი ემსხვერპლა, კვამლით დაზარალებული რამდენიმე ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ქვეყნის მთავარმა პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ 300 პატიმარი სხვა ციხეში გადაიყვანეს.