ლიეტუვაში რუსული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების გამოყენება აიკრძალა

ლიეტუვაში რუსული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების გამოყენება აიკრძალა

2114113
ლიეტუვაში რუსული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების გამოყენება აიკრძალა

ლიეტუაში 11 მარტიდან (გუშინ) რუსული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების გამოყენება, გარდა დიპლომატიური მანქანებისა და ტრანზიტით მოგზაურების, რომლებიც რუსეთის კალინინგრადის რეგიონში მიემგზავრებიან, აიკრძალა.

ლიეტუის საბაჟო დეპარტამენტის განცხადებით, 11 მარტის მდგომარეობით, ვინც რუსული ნომრის ავტომობილებს სარგებლობს, კანონდამრღვევად ჩაითვლება და პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაეკისრება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში დაახლოებით 50 რუსული ნომრის მქონე ავტომობილია და მათ მფლობელებს 6 ათას 561 დოლარამდე ჯარიმა ემუქრებათ და ქვეყნიდან არ გასვლის შემთხვევაში ამ მანქანებს ჩამოართმევენ.

თავის მხრივ, განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არ შეეხება მათ, ვინც ტრანზიტით მოგზაურობს კალინინგრადის გავლით და წარადგენს ამ შემთხვევაში საჭირო დოკუმენტებს. მსგავსი მანქანები ლიეტუვაში 24 საათის განმავლობაში დარჩებიან. ამასთან, ტრანზიტის დროს ავტომობილში აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს მფლობელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომობილი ქვეყანაში არ დაიშვება.

შეზღუდვებიდან გათავისუფლდება დიპლომატიური მანქანებიც.

შეგახსენებთ, რომ ლიეტუვამ ევროკომისიის რეკომენდაციით გასული წლის სექტემბერში ქვეყანაში რუსული ნომრებით ავტომობილების შემოსვლა აკრძალა.



მსგავსი ინფორმაციები