ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ წითელ ზღვაში თავს დაესხნენ ამერიკულ ხომალდს

ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ წითელ ზღვაში თავს დაესხნენ ამერიკულ ხომალდს

2114128
ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ წითელ ზღვაში თავს დაესხნენ ამერიკულ ხომალდს

იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ წითელ ზღვაში საზღვაო რაკეტებით თავს დაესხნენ ამერიკის შეერთებული შტატების ხომალდ Pinocchio-ს.

ჰუსიტების სამხედრო პრესსპიკერმა იაჰია სერიმ თავდასხმის შესახებ განცხადება გააკეთა Telegram-სა და სოციალურ პლატფორმა X-ზე. სერიმ თქვა, რომ ჰუსიტების საზღვაო ძალები რაკეტებით თავს დაესხნენ ამერიკულ გემს Pinocchio-ს და გემმა პირდაპირი დარტყმა მიიღო.

მისივე თქმით, ჰუსიტების ძალები გააძლიერებენ სამხედრო ოპერაციებს რამადანის დროს და „განაგრძობენ თავიანთი რელიგიური, მორალური და ჰუმანიტარული მოვალეობების შესრულებას ჩაგრული პალესტინელი ხალხის მხარდასაჭერად და დასახმარებლად“. მან ასევე დასძინა, რომ თავდასხმები წითელ ზღვასა და არაბეთის ზღვაში გაგრძელდება მანამ, სანამ ისრაელის თავდასხმები ღაზაზე არ შეჩერდება და არ მოიხსნება  პალესტინელი ხალხის წინააღმდგ დაწესებული ბლოკადა.

ჰუსიტების სატელევიზიო არხის „ალ-მასირას“ ტელეგრამის გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა 13 საჰაერო დარტყმა განახორციელეს ქვეყნის დასავლეთით მდებარე ქალაქ ჰუდაიდაზე.

ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა ისრაელის მიერ ღაზაზე თავდასმების საპასუხოდ 31 ოქტომბერს იემენის სანაპიროებთან იმ სავაჭრო გემების დაკავება და ზოგიერთ მათგანზე უპილოტო საჰაერო აპარატებით და რაკეტებით თავდასხმა დაიწყეს, რომლებიც, მათი თქმით, დაკავშირებულია ისრაელის კომპანიებთან.


საკვანძო სიტყვები: #ამერიკული ხომალდი , #ჰუსიტები

მსგავსი ინფორმაციები