გარი კასპაროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

გარი კასპაროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

2112132
გარი კასპაროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთმა ჭადრაკში ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი გარი კასპაროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანა.

რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა  (Rosfinmonitoring), კასპაროვის სახელი დაემატა ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიას.   

კასპაროვი, რომელიც არის რუსეთის მოქალქე და რომლის მამა ებრაელია, დედა კი სომეხი, 1985-2000 წლებში ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

კასპაროვი, რომელმაც საჭადრაკო კარიერა 2005 წელს დაასრულა, ჩართული იყო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ პოლიტიკურ ოპოზიციურ მოძრაობებში.

კასპაროვმა, რომელმაც გარკვეული პერიოდის შემდეგ საზღვარგარეთ ცხოვრება დაიწყო, 2014 წელს ხორვატიის მოქალაქეობა მიიღო.  

იგი, პრეზიდენტ პუტინს 2022 წელს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას ხშირად აკრიტიკებდა და გამოდიოდა მოწოდებით: „უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ და რუსული ეკონომიკის კოლაფსი“.

კასპაროვი რუსეთში „უცხოური აგენტების“ სიას 2022 წლის 20 მაისს დაემატა.



მსგავსი ინფორმაციები