ჰუსიტები ამბობენ, რომ თავს დაესხნენ ორ ამერიკულ გემს

ჰუსიტები ამბობენ, რომ თავს დაესხნენ ორ ამერიკულ გემს

2111903
ჰუსიტები ამბობენ, რომ თავს დაესხნენ ორ ამერიკულ გემს

იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ მათ რაკეტებით და უპილოტო საჰაერო აპარატებით თავდასხმა განახორციელეს ამერიკის შეერთებული შტატების კუთვნილ ორი საბრძოლო გემზე წითელ ზღვაში.

ჰუსიტების სამხედრო სპიკერმა იაჰია სერიმ განაცხადა, რომ ისინი თავს დაესხნენ ორ ამერიკულ გამანადგურებელს წითელ ზღვაში.

მისი თქმით, თავდასხმები ამერიკულ გემებზე უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით განხორციელდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ს ჯერ-ჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.

ჰუსიტებმა, ისრაელის ღაზაზე თავდასხმებზე საპასუხოდ 31 ოქტომბერს იემენის სანაპიროებთან დაიწყეს იმ სავაჭრო გემების დაკავება, ზოგიერთ მათგანზე თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით, მრომლებიც, მათი თქმით, დაკავშირებული არიან ისრაელის კომპანიებთან.

გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 12 პროცენტი ხორციელდება სუეცის არხის გავლით, რომელიც აკავშირებს ხმელთაშუა ზღვას წითელ ზღვასთან და არის უმოკლესი გზა ევროპასა და აზიას შორის.


საკვანძო სიტყვები: #წითელი ზღვა , #ჰუსიტები

მსგავსი ინფორმაციები