ისრაელი სამოქალაქოებზე თავდასხმას აგრძელებს

ჰუმანიტარული დახმარების მომლოდინე პალესტინელებზე ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა ათეულობით ადამიანი

2109270
ისრაელი სამოქალაქოებზე თავდასხმას აგრძელებს

ღაზაში, ჰუმანიტარული დახმარების მომლოდინე პალესტინელებზე ისრაელის თავდასხმის შედეგად  ბოლო მონაცემებით დაიღუპა, 104 და დაშავდა 760 ადამიანი.

ღაზას სექტორზე თავდასხმის 146-ე დღეს ისრაელმა ჰუმანიტარული დახმარებისთვის შეკრებილ პალესტინელ სამოქალაქო პირებზე იერიში მიიტანა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის მხრიდან ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინში მყოფ სამოქალაქოებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 104 ადამიანი დაიღუპა და 760 დაშავდა.

პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმა იყო „ცივსსისხლიანი ხოცვა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“ და ისრაელის მიმდინარე „გენოციდური ომის“ ნაწილი.  



მსგავსი ინფორმაციები