ჰუსიტები აგრძელებენ ხომალდებზე თავდასხმას

ჰუსიტები აგრძელებენ ხომალდებზე თავდასხმას

2104620
ჰუსიტები აგრძელებენ ხომალდებზე თავდასხმას

იემენში, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები, რომლებიც ემუქრებიან გლობალურ ვაჭრობას წითელ ზღვაში, აცხადებდნენ, რომ ადენის ყურეში ორი ამერიკულ ხომალდზე მორიგი თავდასხმა განახორციელეს.

ჰუსიტების არმიის პრესსპიკერმა, იაჰია სერიმ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „დარტყმები იყო ზუსტი და პირდაპირი. შეიარაღებული ძალების ოპერაციების საერთო რაოდენობამ ბოლო 24 საათის განმავლობაში ოთხ ოპერაციას მიაღწია. პირველი ოპერაციის სამიზნე იყო ბრიტანული ხომალდი, რომელიც მთლიანად ჩაიძირა. მეორე ოპერაციის სამიზნე იყო ამერიკული თვითმფრინავი, ხოლო ბოლო ორი ოპერაციის სამიზნე ორი ამერიკული ხომალდი იყო“.

შეგახსენებთ, რომ ჰუსიტებმა, გასული წლის 31 ოქტომბერს დაიწყეს იემენის სანაპიროებთან კომერციული გემების ხელში ჩაგდება, რომლებიც, მათი თქმით, დაკავშირებული იყვნენ ისრაელის კომპანიებთან, ღაზაში ისრაელის თავდასხმების საპასუხოდ.

ცნობისათვის, გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 12 პროცენტი ხორციელდება სუეცის არხის გავლით, რომელიც აკავშირებს ხმელთაშუა ზღვას წითელ ზღვასთან და ევროპას, აზიასთან.

წითელი ზღვის ნაცვლად, კეთილი იმედის კონცხის მარშრუტის გამოყენება დამატებით 10 დღე და 1 მილიონი დოლარის საწვავი ჯდება აზიიდან ჩრდილოეთ ევროპაში მოგზაურობისთვის.



მსგავსი ინფორმაციები