ლოიდ ოსტინი კვლავ ჰოსპიტალიზებულია

ლოიდ ოსტინი კვლავ ჰოსპიტალიზებულია

2100954
ლოიდ ოსტინი კვლავ ჰოსპიტალიზებულია

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი კვლავ ჰოსპიტალიზებულია.

საკითხთან დაკავშრებით პენტაგონის პრესსპიკერი პეტ რაიდერი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია: „თავდაცვის მინისტრი ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს სიმპტომებით, რომლებიც მიუთითებენ შარდის ბუშტის პრობლემაზე. ის ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფება და მკურნალობა უტარდება. ამჟამად მინისტრი აგრძელებს თავისი აპარატის ფუნქციებსა და მოვალეობებს, საჭიროების შემთხვევაში მინისტრის მოადგილე მზადაა აიღოს მისი მოვალეობები. მას არასდროს დაუკარგავს გონება და არ ჩაუტარებია ანესთეზია“.



მსგავსი ინფორმაციები