აშშ-ში ავტომაგისტრალზე თვითმფრინავი ჩამოვარდა: 2 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში ავტომაგისტრალზე თვითმფრინავი ჩამოვარდა: 2 ადამიანი დაიღუპა

2100425
აშშ-ში ავტომაგისტრალზე თვითმფრინავი ჩამოვარდა: 2 ადამიანი დაიღუპა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტომაგისტრალზე მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

Bombardier Challenger 600 ტიპის თვითმფრინავიდან ამოსული კვამლი, რომელიც აშშ-ში, ფლორიდის სამხრეთ-დასავლეთით, ავტომაგისტრალზე ჩამოვარდა, ათობით მეტრის სიმაღლეზე ავიდა და ირგვლივ გავრცელდა.

აღინიშნა, რომ კერძო თვითმფრინავში მყოფი 5 მგზავრიდან ორი დაიღუპა და ავარიის მიზეზებს იკვლევენ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი ოჰაიოდან ფლორიდაში, ფორტ ლოდერდეილში მიფრინავდა.



მსგავსი ინფორმაციები