ჯეიკ სალივანი: "აშშ-ის შეტევები ახლო აღმოსავლეთში გაგრძელდება"

ჯეიკ სალივანი: "აშშ-ის შეტევები ახლო აღმოსავლეთში გაგრძელდება"

2097500
ჯეიკ სალივანი: "აშშ-ის შეტევები ახლო აღმოსავლეთში გაგრძელდება"

ამერიკის შეერთებული შტატების თეთრის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ისინი გეგმავენ უფრო მეტ თავდასხმებს ირანის მიერ მხარდაჭერილ ჯგუფებზე ახლო აღმოსავლეთში.

აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ გუშინწინ ღამით იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შემდეგ, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განცხადება გააკეთა.მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გეგმავს უფრო მეტ თავდასხმებს ირანის მიერ მხარდაჭერილ ჯგუფებზე ახლო აღმოსავლეთში.

„ჩვენ ვაპირებთ განვახორციელოთ დამატებითი დარტყმები და დამატებითი მოქმედებები, რათა გავაგრძელოთ მკაფიო მესიჯის გაგზავნა, რომ როდესაც ჩვენს ძალებს თავს დაესხმებიან, როდესაც ჩვენი ხალხი დაიღუპება, ამერიკის შეერთებული შტატები ამას უპასუხებს“. - თქვა სალივანმა.

მანვე განაცხადა, რომ გუშინწინ ღამის შეტევა არ იყო ბოლო, არამედ აშშ-ს პასუხის დასაწყისი იყო და თქვა: ”მეტი ნაბიჯები იქნება, ზოგი გამოჩნდება, ზოგი ალბათ არა. მე არ განვსაზღვრავ ამას, როგორც უსასრულო სამხედრო მოქმედებას.”

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ გუშინწინ ღაღმით იემენის 13 რეგიონში 36 პუნქტზე თავდასხმები განხორციელდა.


საკვანძო სიტყვები: #ჯეიკ სალივანი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები