აშშ-მა ერაყსა და სირიაში თავდასხმები განახორციელა

სირიასა და ერაყში ირანის რევოლუციური გვარდიის არმიის ყუდსის ძალების და მასთან დაკავშირებული გასამხედროებული ჯგუფების კუთვნილ სულ მცირე 85 სამიზნეზე საჰაერო დარტყმები განხორციელდა

2096927
აშშ-მა ერაყსა და სირიაში თავდასხმები განახორციელა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ 28 იანვარს სირია-იორდანიის საზღვარზე ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის საპასუხოდ პირველად განხორციელდა რეგიონული თავდასხმები.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ სირიასა და ერაყში ირანის რევოლუციური გვარდიის არმიის ყუდსის ძალების და მასთან დაკავშირებული გასამხედროებული ჯგუფების კუთვნილ სულ მცირე 85 სამიზნეზე საჰაერო დარტყმები განხორციელდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმებში ასევე მონაწილეობდნენ აშშ-დან აფრენილი შორი დისტანციის ბომბდამშენები და გამოყენებული იქნა 125-ზე მეტი მართვადი ბომბი, სამიზნე რეგიონებში სამეთაურო-საკონტროლო ცენტრები, რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით დაიბომბა.

თავდასხმასთან დაკავშირებით თავის წერილობით განცხადებაში აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ სირიასა და ერაყში ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსზე და მასთან დაკავშირებულ გასამხედროებულ ჯგუფებზე თავდასხმით მათ დაიწყეს პასუხის გაცემა ბაზაზე მომხდარი თავდასხმის გამო და რომ ეს პასუხი გაგრძელდება მათ მიერ არჩეულ "დროსა და ადგილას".

მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ს არ სურს სამხედრო კონფლიქტს ახლო აღმოსავლეთში და რომ ისინი უპასუხებენ მათ, ვინც ამერიკელ ჯარისკაცებს თავს დაესხმება.

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ მათ დღეს დაიწყეს პასუხის გაცემა ბაზაზე მომხდარ თავდასხმაზე და თქვა: „ეს არის ჩვენი პასუხის დასაწყისი“.

აღინიშნა, რომ ერაყის დასავლეთში შიიტური გასამხედროებული ძალების ჰაშდ ალ შააბის კუთვნილი იარაღის საცავი აშშ-ს თავდასხმის შედეგად განადგურდა.

ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური გასამხედროებული ძალების ნუჯებას მოძრაობის "ტელეგრამის" არხზე გაკეთებულ პოსტში ნათქვამია, რომ ჰაშდ ალ შააბის იარაღის საწყობზე ანბარის პროვინციის აკკაშატის რეგიონში განხორციელდა აშშ-ს თავდასხმა. ჯერ-ჯერობით უცნობია თავდასხმის შედეგად არიან თუ არა დაღუპულენი ან დაშავებულები.

ამ თავდასხმის ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ამერიკულ ბაზაზე, სახელწოდებით Tower 22, თავდასხმის შედეგად 3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 40-ზე მეტი ჯარისკაცი დაშავდა.


საკვანძო სიტყვები: #თავდასხმა , #ერაყი , #სირია , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები