ჯონ კირბი: შესაძლებელია თურქეთმა კვლავ მიიღოს მონაწილეობა F-35-ის პროგრამაში

ჯონ კირბი: შესაძლებელია თურქეთმა კვლავ მიიღოს მონაწილეობა F-35-ის პროგრამაში

2096306
ჯონ კირბი: შესაძლებელია თურქეთმა კვლავ მიიღოს მონაწილეობა F-35-ის პროგრამაში

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შესაძლებელია თურქეთმა კვლავ მიიღოს მონაწილეობა F-35-ის პროგრამაში, თუ იგი აღმოფხვრის შეშფოთების საფუძველს S-400-ებთან დაკავშირებით (რომლებიც მან რუსეთისგან შეიძინა).

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ყოველდღიურ ბრიფინგზე F-35-ების შესახებ შეკითხვას უპასუხა.

კითხვაზე „თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვის შემდეგ შეუძლია თუ არა ამ ქვეყანას დაუბრუნდეს F-35 პროგრამას“, კირბიმ თქვა: "ჩვენი მოლაპარაკებები ამ საკითხზე გრძელდება. თუ თურქეთი შესძლებს ჩვენი შეშფოთების საფუძველი ამ საკითხთან დაკავშირებით აღმოფხვრას, მაშინ მისი მონაწილეობა F-35-ის პროგრამაში შეიძლება აღდგეს“.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ვიქტორია ნულანდმა, რომელსაც შეხვედრები ჰქონდა თურქეთში შაბათ-კვირას, განაცხადა, რომ ისინი სიამოვნებით მიიღებენ თურქეთს F-35-ის პროგრამაში, თუკი რუსეთისგან შეძენილ S-400 სარაკეტო თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებით სიტუაცია მოგვარდება.


საკვანძო სიტყვები: #F-35 , #ჯონ კირბი , #თურქეთი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები