მალიში ოქროს საბადოს ჩამონგრევის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა
მალიში ოქროს საბადოს ჩამონგრევის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა
2093415
![მალიში ოქროს საბადოს ჩამონგრევის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა](http://cdn.trt.net.tr/images/xlarge/rectangle/20b4/bfee/423c/6221b711623f3.jpg?time=1722042841)
აფრიკის ქვეყნებიდან მალიში, რომელიც ოქროს წარმოების თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, არალეგალური საბადოს ჩამონგრევის შედეგად ბოლო მონაცემებით, 70 ადამიანი დაიღუპა.
სამთო დირექტორატის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ უკანონოდ მოქმედი ოქროს მაღარო ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კულიკოროს რაიონში ჩამოინგრა.
ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ შემთხვევის შედეგად სულ მცირე 70 ადამიანი დაიღუპა და რეგიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გაგრძელდა.