ძლიერი მიწისძვრა სინძიანის რეგიონში

ძლიერი მიწისძვრა სინძიანის რეგიონში

2092042
ძლიერი მიწისძვრა სინძიანის რეგიონში

ჩინეთის, სინძიანის ავტონომიურ რეგიონში 7,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრიც ქალაქი აიკოლი იყო, 7,0 მაგნიტუდას შეადგენდა. ჩინეთის მიწისძვრების ქსელების ცენტრის (CENC) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კი მიწისძვრის სიმძლავრე, 7,1 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრა დედამიწის ზედაპირიდან 22 კილომეტრის სიღრმეზე მთიან რეგიონში ყირგიზეთის საზღვართან ახლოს დაფიქსირდა.

მიუხედავად იმისა, რომ მიწისძვრის შედეგად მსხვერპლის შესახებ ჯერ არ არის არანაირი ინფორმაცია დაფიქსირებული, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 20 სოფელში დაინგრა ორი სახლი და რამდენიმე ბეღელი.



მსგავსი ინფორმაციები