ჰამასმა ისრაელის შეთავაზება უარყო?

ჰამასმა ისრაელის შეთავაზება უარყო?

2092092
ჰამასმა ისრაელის შეთავაზება უარყო?

ისრაელის შეთავაზებას ჰამასმა, იმის თაობაზე, რომ ორი თვით ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ მის ხელთ არსებული ყველა ტყვე გაათავისუფლონ, მოძრაობამ უარყო.  

ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Axios-ი ისრაელელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თელ-ავივის ადმინისტრაციამ შესთავაზა ღაზაზე თავდასხმების 2 თვით შეჩერება ჰამასს, მის ხელთ არსებული ყველა პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ.

გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელმა კატარისა და ეგვიპტის შუამდგომლობით გადასცა წინადადება, რომელიც არ მოიცავს ღაზაში მუდმივ ზავას და განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, დაგეგმილი იქნება ქალების, 60 წელს გადაცილებული მამაკაცებისა და იმ მძევლების გათავისუფლება, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ასევე ნათქვამია, რომ შემდეგი ეტაპები მოიცავს ქალი ჯარისკაცების, 60 წლამდე არასამხედრო მამაკაცების, ისრაელელი მამაკაცი ჯარისკაცების და მძევლების ცხედრების მიწოდებას.

გამოცემის სიუჟეტში ასევე ნათქვამია, რომ ისრაელი და ჰამასი წინასწარ შეთანხმდებიან, თუ რამდენი პალესტინელი პატიმარი გათავისუფლდება თითოეული ისრაელის პატიმრის სანაცვლოდ, შემდეგ კი ამ სახელებზე სათითაოდ მოლაპარაკება მოხდება.

ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, ღაზას სექტორში 136 ისრაელელი პატიმარია.

მეორეს მხრივ, ჰამასის მედიის ოფიცერმა ვალიდ კილანმა თქვა: „წინააღმდეგობის მთავარი პირობაა, რომ ომი შეწყდეს დროებით, მაგრამ ყოვლისმომცველი ფორმით. სხვა საკითხები, როგორიცაა ტყვეთა გაცვლა, ზონირება და დახმარების შესვლა, ამ საკითხების  მოგვარების შემდეგ განიხილება.“

კილანმა ასევე დასძინა, რომ თემასთან დაკავშირებით საკითხები მედიიდან გაიგეს და მათთან ამ დროისათვის არანაირი ოფიციალური შეთავაზება არ მისულა.



მსგავსი ინფორმაციები