ნავი, რომელშიც სტუდენტები და მასწავლებლები იმყოფებოდნენ, გადატრიალდა

ნავი, რომელშიც სტუდენტები და მასწავლებლები იმყოფებოდნენ, გადატრიალდა

2090748
ნავი, რომელშიც სტუდენტები და მასწავლებლები იმყოფებოდნენ, გადატრიალდა

ინდოეთის ჰარნის ტბაზე ნავი, რომელშიც სტუდენტები და მასწავლებლები იმყოფებოდნენ, გადატრიალდა. შედეგად, 14 ადამიანი, მათ შორის 12 ბავშვი დაიღუპა.

უბედური შემთხვევა, გუჯარათის შტატში მოხდა.

უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის 7-დან 13 წლამდე ასაკის 12 ბავშვი და 2 მასწავლებელი.

შტატების პოლიციამ განაცხადა, რომ 20 ბავშვი გადაარჩინეს, 2 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, რამდენიმე ბავშვი კი რეანიმაციაში გადაიყვანეს.

თავის მხრივ, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა, დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და განაცხადა, რომ კომპენსაცია გადაეცემა დაღუპულთა და დაშავებულთა ახლობლებს.



მსგავსი ინფორმაციები