გუსტავო პეტრო: „ღაზაში მოკლული ქალების და ბავშვების პასუხისმგებელი ბენიამინ ნეთანიაჰუა“

გუსტავო პეტრო: „ღაზაში მოკლული ქალების და ბავშვების პასუხისმგებელი ბენიამინ ნეთანიაჰუა“

2088845
გუსტავო პეტრო: „ღაზაში მოკლული ქალების და ბავშვების პასუხისმგებელი ბენიამინ ნეთანიაჰუა“

კოლუმბიის პრეზიდენტი გუსტავო პეტრო ღაზაში ისრაელის თავდასხმების დროს დაღუპულ ქალებსა და ბავშვებთან დაკავშირებით თელ-ავივის მთავრობას მკაცრად აკრიტიკებს.

„ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუს მასიური ხოცვა-ჟლეტა ღაზას ხალხის წინააღმდეგ განხორციელდა უშუალო დაბომბვის გზით. ღაზაში დაღუპული ქალები და ბავშვები ისრაელისა და ჰამასის კონფლიქტის მსხვერპლნი გახდნენ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მიზეზი, რის გამოც პალესტინაში მოკლულმა ბავშვებმა და ქალებმა სიცოცხლე დაკარგეს, არ იყო ის, რომ ისინი დაპირისპირებული მხარეების შუაგულში აღმოჩნდნენ. ღაზაში მოკლული ქალების და ბავშვების პასუხისმგებელი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუა. სამხრეთ აფრიკის გადაწყვეტილებას, რომელმაც ისრაელს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში უჩივლა, მივესალმებით. თუ ვინმე იმსახურებს ნობელის პრემიას დღეს, ეს იქნება სამხრეთ აფრიკის იურიდიული გუნდი, რომლებმაც უჩივლეს ნეთანიაჰუს პალესტინელი ხალხის გენოციდის გამო“. აცხადებს, კოლუმბიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ, X-ზე გავრცელებულ პოსტში.



მსგავსი ინფორმაციები