ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ უთანხმოება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზით

ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ უთანხმოება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზით

2088085
ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ უთანხმოება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზით

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ უთანხმოება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზით და რომ მისი ქვეყანა მზად არის დაეხმაროს დაძაბულობის შემცირებას.

ბერბოკმა, რომელიც ფილიპინებში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა პრეზიდენტ ფერდინანდ მარკოს უმცროსს და მაღალჩინოსნებს, პრესკონფერენციაზე თქვა: „მსოფლიოს არ სჭირდება მორიგი კრიზისი“.

გერმანელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის ქმედებები რისკის ქვეშ აყენებს რეგიონის სხვა ქვეყნების ეკონომიკას და მისი ქვეყანა მზადაა დაეხმაროს რეგიონში დაძაბულობის შემცირების მცდელობებს.

მინისტრის თქმით, სამხრეთ ჩინეთის ზღვა არის ერთ-ერთი ყველაზე დინამიური ეკონომიკური რეგიონი მსოფლიოში. ”ახლა არის დრო, რომ შეიქმნას მექანიზმები, რათა ერთობლივად გადაიჭრას უთანხმოებები მშვიდობიანი გზით. მსოფლიოს არ სჭირდება მორიგი კრიზისი. უკვე ძალიან ბევრი კრიზისი არსებობს“.

სამხრეთ ჩინეთის ზღვა სუვერენიტეტის შესახებ დავის საგანი იყო მას შემდეგ, რაც ზღვისპირა ქვეყნებმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამოუკიდებლობა მოიპოვეს.

ჩინეთი აცხადებს სუვერენიტეტს სამხრეთ ჩინეთის ზღვის 80 პროცენტზე იმ რუქით, რომელიც მან პირველად 1947 წელს გამოაქვეყნა. ასევე აღნიშნული ზღვის სანაპიროზე მდებარე ქვეყნები, როგორიცაა ფილიპინები, ვიეტნამი, ბრუნეი და მალაიზია, აცხადებენ პრეტენზიებს რეგიონზე.



მსგავსი ინფორმაციები