ტაიანიმ განაცხადა, რომ ევროკავშირს უნდა ჰყავდეს არმია, რომელსაც შეუძლია კონფლიქტების თავიდან აცილება

იტალიის ვიცე-პრემიერმა ტაიანიმ განაცხადა, რომ ევროკავშირს უნდა ჰყავდეს არმია, რომელსაც შეუძლია კონფლიქტების თავიდან აცილება

2085714
ტაიანიმ განაცხადა, რომ ევროკავშირს უნდა ჰყავდეს არმია, რომელსაც შეუძლია კონფლიქტების თავიდან აცილება

იტალიის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ ევროკავშირს უნდა ჰყავდეს არმია, რომელსაც შეუძლია როლი შეასრულოს მშვიდობის შენარჩუნებაში და კონფლიქტების თავიდან აცილებაში.

იტალიურ გაზეთ La Stampa-სთვის მიცემულ ინტერვიუში ანტონიო ტაიანმა თქვა, რომ პარტია Forza Italia, რომლის ლიდერიც ის არის, პრიორიტეტს ანიჭებს ევროპაში თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას.

იგი აცხადებს, რომ მსოფლიოში, სადაც კრიზისები ხდება ყველგან ახლო აღმოსავლეთიდან ინდო-წყნარი ოკეანის ჩათვლით და სადაც არის ისეთი ძლიერი მოთამაშეები, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, ინდოეთი და რუსეთი და სხვა, ევროკავშირს უნდა ჰყავდეს „არმია“ რომ ითამაშოს უფრო ეფექტური როლი კონფლიქტების თავიდან აცილებაში.

„თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ სამშვიდობო ძალა მსოფლიოში, ჩვენ გვჭირდება ევროპული არმია და ეს არის ფუნდამენტური პირობა ეფექტური ევროპული საგარეო პოლიტიკისთვის“. - თქვა ტაიანიმ.

მინისტრმა ევროპელების უსაფრთხოებისთვის ამ არმიის აუცილებლობაზე მიანიშნა და თქვა: „ევროკავშირის მოქალაქეები შეიძლება დაიცვან მხოლოდ იმით, რაც უკვე არსებობს, ეს არის ევროკავშირი“.

მინისტრმა ტაიანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნდა შეიცვალოს ევროკავშირის ლიდერობის სისტემა, ამჟამად არსებული ევროპის საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ნაცვლად დაინერგოს ერთი საპრეზიდენტო სისტემა.


საკვანძო სიტყვები: #არმია , #ევროკავშირი

მსგავსი ინფორმაციები