რუდეინე: „ამერიკის მხარდამჭერმა დამოკიდებულებამ წაახალისა ისრაელი თავდასხმების ესკალაციისკენ“

რუდეინე: „ამერიკის მხარდამჭერმა დამოკიდებულებამ წაახალისა ისრაელი თავდასხმების ესკალაციისკენ“

2083625
რუდეინე: „ამერიკის მხარდამჭერმა დამოკიდებულებამ წაახალისა ისრაელი თავდასხმების ესკალაციისკენ“

პალესტინის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმები ღაზას სექტორსა და დასავლეთ სანაპიროზე მთელ რეგიონს გაანადგურებს.

პალესტინის მთავრობის პრესსპიკერმა ნებილ ებუ რუდეინმა გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ პალესტინელი ხალხი ექვემდებარება ღაზას სექტორში მიმდინარე გენოციდურ ომს.

რუდეინმა აღნიშნა, რომ ღაზაში 22 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათიათასობით ადამიანი დაშავდა.  მისივე თქმით, ისრაელის ძალები კლავენ პალესტინელებს ყოველ მეორე დღეს დასავლეთ სანაპიროზე.

რუდეინმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის მუდმივი თავდასხმები პალესტინელ ხალხზე და მათ სიწმინდეებზე, ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრებთა იძულებითი მიგრაცია და საერთაშორისო ლეგიტიმაციასთან თავსებადი პოლიტიკური ჩარჩოს არარსებობა გაანადგურებს მთელ რეგიონს.

მან ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ ამერიკის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ ისრაელმა შეაჩეროს თავისი მუდმივი თავდასხმები პალესტინელ ხალხზე და, რომ სწორედ ამერიკის მხარდამჭერმა დამოკიდებულებამ წაახალისა ისრაელი თავდასხმების ესკალაციისკენ.



მსგავსი ინფორმაციები