ისრაელმა „ჰამასის“ მაღალჩინოსანი სალეჰ ალ-არური მოკლა

ისრაელმა „ჰამასის“ მაღალჩინოსანი სალეჰ ალ-არური მოკლა

2083475
ისრაელმა „ჰამასის“ მაღალჩინოსანი სალეჰ ალ-არური მოკლა

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ ნაწილზე, ისრაელმა უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, „ჰამასის“ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი სალეჰ ალ-არური მოკლა.

ისრაელის არმიის რადიოს ახალი ამბების თანახმად „უცხოურ წყაროებზე“ დაყრდნობით, რომლის ვინაობაც შეგნებულად არ სახელდება, ბეირუთში თავდასხმის შედეგად დაიღუპა ჰამასის პოლიტიკური ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე სალეჰ ალ-არური.

ლიბანის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ NNA-მ განაცხადა, რომ ჰამასის ოფისის შენობის წინ გაჩერებულ მანქანებზე 2 რაკეტით იერიში იქნა მიტანილი რა, დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის ალ-არური და დაშავდა 11 ადამიანი.

ვინ არის სალეჰ ალ-არური?

ჰამასის პოლიტიკური ბიუროს უფროსის მოადგილე სალეჰ ალ-არური დაიბადა 1966 წლის 19 აგვისტოს რამალაში.

ალ-არური, რომელმაც წვლილი შეიტანა იზ ად-დინ ალ-კასამ ბრიგადების ჩამოყალიბებაში, ისრაელის ციხეებში 15 წლის გატარების შემდეგ გადაასახლეს და ლიბანში დაიწყო ცხოვრება.



მსგავსი ინფორმაციები