სამხრეთ კორეაში თავდასხმა მოხდა ოპოზიციის ლიდერზე

სამხრეთ კორეაში თავდასხმა მოხდა ოპოზიციის ლიდერზე

2083059
სამხრეთ კორეაში თავდასხმა მოხდა ოპოზიციის ლიდერზე

სამხრეთ კორეაში, მთავარი ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის ლიდერს, ლი ჯაე მიუნგს, სამშენებლო ტერიტორიაზე სტუმრობისას დანით თავს დაესხნენ.

სამხრეთ კორეის სააგენტო Yonhap-ის ცნობით, ინციდენტი მოხდა დილით, როდესაც ლი ბუსანის კუნძულ გედეოკზე სამშენებლო ობიექტს ათვალიერებდა.

თავდამსხმელმა, რომელიც ავტოგრაფის საბაბით ლის მიუახლოვდა მაშინ, როცა ის პრესის წარმომადგენლების კითხვებს პასუხობდა, მთავარი ოპოზიციის ლიდერი ცივი იარაღით კისერში დაჭრა.

თავდასხმის შემდეგ ლი, კისრის არეში სისხლდენით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდამსხმელი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დეტალური ინფორმაცია მისი ვინაობისა შესახებ არ იქნა გავრცელებული.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა კიმ სო-კიუნგმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა ინციდენტის შემდეგ გასცა მითითება, რომ ლის ჰოსპიტალიზაცია და მკურნალობა რაც შეიძლება სწრაფად მომხდარიყო და გამოძიებული იქნას თავდასხმა.


საკვანძო სიტყვები: #სამხრეთ კორეა

მსგავსი ინფორმაციები