ახალი წლის ღამეს დონეცკზე უკრაინის თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ახალი წლის ღამეს დონეცკზე უკრაინის თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა

2082679
ახალი წლის ღამეს დონეცკზე უკრაინის თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა

საინფორმაციო სააგენტო TASS-ის მიერ ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკზე მრავალლულიანი სარაკეტო შეტევა ახალი წლის დადგომის შემდეგ დაიწყეს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სულ მცირე 3 ადამიანი, მათ შორის 1 ჟურნალისტი დაიღუპა და 7 დაშავდა თავდასხმის შედეგად, რომლის დროსაც რაკეტა 5-ვარსკვლავიან სასტუმროს მოხვდა.

თავის მხრივ, რუსეთის ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის არმიის მიერ წინა დღეს ქალაქზე თავდასხმის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა და 108 დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 29 დეკემბერს უკრაინის წინააღმდეგ რუსული არმიის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა და 159 დაშავდა.



მსგავსი ინფორმაციები