პიერბატისტა პიცაბალას მოწოდება: „შეაჩერე გენოციდი“

პიერბატისტა პიცაბალას მოწოდება: „შეაჩერე გენოციდი“

2080904
პიერბატისტა პიცაბალას მოწოდება: „შეაჩერე გენოციდი“

იერუსალიმის ლათინთა პატრიარქის არქიეპისკოპოსმა პიერბატისტა პიცაბალამ განაცხადა, რომ ღაზაში საჭიროა არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა, არამედ გენოციდური ომის დასრულება.

პიცაბალა ხელმძღვანელობდა შუაღამის საშობაო მსახურებას შობის ეკლესიაში, რომელიც აშენდა იმ გამოქვაბულზე, სადაც, სავარაუდოდ, იესო ქრისტე დაიბადა, ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ქალაქ ბეთლემში.

ცერემონიაზე გამოსვლისას პიცაბალამ დასავლურ სამყაროს ამ სიტყვებით მიმართა: „საჭიროა არა ომის შეწყვეტა, არამედ ყველაფრის შეჩერება, რაც ღაზაში ხდება. დაასრულეთ ისრაელის ომი, დაასრულეთ ღაზელი ბავშვებისა და ხალხის ტანჯვაა. ღაზას ხალხსა და ბავშვებს უსაფრთხო ადგილი აღარ აქვთ. ამიტომ, მოგიწოდებთ ღაზაში საჭიროა არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა, არამედ გენოციდური ომის დასრულება“.

ცნობისათვის, 7 ოქტომბრიდან ღაზას სექტორზე ისრაელის თავდასხმების შედეგად დაიღუპა 20 ათას 424 პალესტინელი, მათ შორის მინიმუმ 8 ათას 200 ბავშვი და 6 ათას 200 ქალი და დაშავდა 54 ათას 36 ადამიანი.



მსგავსი ინფორმაციები