გაეროს ანგარიში: „მსოფლიო უფლებას აძლევს გენოციდს“

გაეროს ანგარიში: „მსოფლიო უფლებას აძლევს გენოციდს“

2080949
გაეროს ანგარიში: „მსოფლიო უფლებას აძლევს გენოციდს“

გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა პალესტინაში, ფრანჩესკა ალბანეზმა განაცხადა, რომ გენოციდი ღაზაში, ისევე როგორც სრებრენიცასა და რუანდაში, ხორციელდება მსოფლიოს ნებართვით.

ალბანეზმა სოციალურ ქსელ, X-ის მეშვეობით გავრცელებულ განაცხადებში აღნიშნა: „თქვენ ნახავთ, რომ ეს დიდად არ განსხვავდება მშვიდობიანი მოსახლეობის სხვა ხოცვა-ჟლეტისგან. გენოციდი არ არის ერთი აქტი, ეს არის პროცესი და უნდა აღიკვეთოს, მათ შორის ის რაც ხდება ღაზაში. დღეს, ღაზაში გენოციდი ხდება მსოფლიოს ნებართვით, ისევე როგორც ეს ადრე მოხდა სრებრენიცასა და რუანდაში. ღაზაში გენოციდი და ბავშვთა ხოცვა-ჟლეტა ხორციელდება დაქირავებული მებრძოლების მიერ საფრანგეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ინგლისიდან, უკრაინიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, სამხრეთ აფრიკიდან და ინდოეთიდან, მაგრამ არავინ უწოდებდა მათ უცხოელებს.“

თავის მხრივ, ალბანეზმა მოუწოდა ზეწოლა განხორციელდეს ეროვნულ სასამართლო სისტემებზე, რათა გამოიძიონ და დასაჯონ ისინი, ვინც ომის დანაშაულებს სჩადის საზღვარგარეთ, მათ შორის ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე.



მსგავსი ინფორმაციები