თურქული პრესა 25.12.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2080254
თურქული პრესა 25.12.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა ერდოღანმა სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა ჩრდილოეთ ერაყში, ოპერაცია „კლანჭი-ბლოკირების“ რეგიონში კონფლიქტის დროს დაღუპული ჯარისკაცებისთვის. სოციალურ ქსელში თავის პოსტში ერდოღანმა თქვა: „სეპარატისტი ნაძირალები პასუხს აგებენ მათ მიერ დაღვრილი სისხლის გამო. ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი სტრატეგიის განხორციელებას ტერორიზმის საფუძვლიდან აღმოფხვრის შესახებ, სანამ ბოლო ტერორისტი არ განეიტრალდება“.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ თურქეთის ეროვნული დაზვერვის სამსახური (MİT) დიდი სიფრთხილით და წარმატებით ახორციელებს საზღვრებს გარეთ ანტიტერორისტულ ოპერაციებს. თურქეთის ეროვნული დაზვერვის სამსახურმა (MİT), სირიაში განხორციელებული ოპერაციის შედეგად ტერორისტული ორგანიზაცია, PKK/YPG-ს აინ-ელ-არაბის მინტაკას პასუხისმგებელი ტერორისტი კოდური სახელით, ბაჰოზ აფრინი გაანეიტრალა.

გაზეთი „Sabah“-ი იტყობინება, რომ ერაყის სასაზღვრო ხაზზე გუშინ  ეროვნული თავდაცვის მინისტრი იაშარ გიულერი გაემგზავრა. თავის განცხადებაში მინისტრმა გიულერმა განაცხადა, რომ ოპერაცია „კლანჭი-ბლოკირების“ რეგიონში განხორციელებული იერიშის შემდეგ განეიტრალებულ ტერორისტთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა.

„გმირები-35“ ოპერაცია 10 პროვინციაში“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიქაიამ განაცხადა, რომ 10 პროვინციაში „გმირები-35“-ის ფარგლებში, განადგურდა 58 გამოქვაბული და თავშესაფარი. ოპერაციის ფარგლებში ამოღებულ იქნა დიდი რაოდენობით, სხვადასხვა იარაღი, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებები,  რომლებიც სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის კუთვნილმა ტერორისტებმა დამალეს გამოქვაბულებში.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ სტამბულის აეროპორტი დღეში საშუალოდ, 1296 ფრენის განხორციელებით, ევროპაში ყველაზე დატვირთული აეროპორტი გახდა. სტამბულის აეროპორტს მოჰყვა, ლონდონის ჰითროუს აეროპორტი დღეში საშუალოდ 1286 ფრენით, ამსტერდამის შიფჰოლის აეროპორტი 1251 ფრენით და პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი 1217 ფრენით. 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები