გაერო: „მინიმუმ 10 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა უკრაინაში“

გაერო: „მინიმუმ 10 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა უკრაინაში“

2078902
გაერო: „მინიმუმ 10 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა უკრაინაში“

გაერომ გამოაცხადა, რომ სულ მცირე 10 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა უკრაინაში, სადაც რუსეთთან ომი გრძელდება.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ თურქმა, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე შეაფასა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მოხსენების დასკვნები უკრაინაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.

თურქმა 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ იმ შემთხვევაში თუ კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება ომი, ამან შეიძლება მომავალ თაობებზეც სერიოზული უარყოფითი შედეგები გამოიღოს.

თურქმა განაცხადა, რომ ისინი აგრძელებენ ყოვლისმომცველ მონიტორინგს და დოკუმენტაციას უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის (HRMMU) მეშვეობით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტები ამტკიცებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზულ დარღვევას და ომის დანაშაულებს, განსაკუთრებით რუსი სამართალდამცავი ძალების მიერ ჩადენილ ქმედებებზე.

„4 დეკემბრის მდგომარეობით, ადამიანის უფლებათა ოფისმა დაადასტურა, რომ 2022 წლის თებერვლიდან კონფლიქტების შედეგად დაიღუპა მინიმუმ 10 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან 560-ზე მეტი ბავშვი. რეალური რიცხვები ალბათ ბევრად მეტია“, განაცხადა ვოლკერ თურქმა.  



მსგავსი ინფორმაციები