გაერო მიანმართან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს

გაერო მიანმართან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს

2078905
გაერო მიანმართან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ გადატრიალების შემდეგ სამი წლის განმავლობაში მიანმარში ჰუმანიტარული მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

გაერომ, „2024 ჰუმანიტარული საჭიროებები და სამოქმედო გეგმა“ მიანმარისთვის ანგარიში გამოაცხადა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიანმარში 18,6 მილიონ ადამიანს ესაჭიროება ჰუმანიტარული დახმარება, რაც საზოგადოების მესამედს შეესაბამება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბავშვებმა იტვირთეს კრიზისი და, რომ 6 მილიონ ბავშვს ესაჭიროება დახმარება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეკონომიკურმა მდგომარეობამ სერიოზული ფინანსური ტვირთი შეუქმნა ოჯახებს და, რომ სოფლის მეურნეობის შეფერხებისა და მაღალი ინფლაციის გამო ადამიანებს საკვების მიწოდების პრობლემა შეექმნათ, რამაც გაზარდა შიმშილის რისკი.

გაერო ასევე აცხადებს, რომ პირველადი საჭიროებების დაქვემდებარებაში მყოფი, 5,3 მილიონი ადამიანის მზარდი საჭიროების პირობებში სასწრაფო დახმარებისთვის 994 მილიონი დოლარია საჭირო.  



მსგავსი ინფორმაციები