ესპანეთის, ბელგიის, ირლანდიისა და მალტის პრემიერ-მინისტრებმა წერილი გაუგზავნეს შარლ მიშელს

ესპანეთის, ბელგიის, ირლანდიისა და მალტის პრემიერ-მინისტრებმა წერილი გაუგზავნეს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს

2074833
ესპანეთის, ბელგიის, ირლანდიისა და მალტის პრემიერ-მინისტრებმა წერილი გაუგზავნეს შარლ მიშელს

ესპანეთის, ბელგიის, ირლანდიისა და მალტის პრემიერ-მინისტრებმა წერილი გაუგზავნეს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, სადაც ითხოვენ ევროსაბჭოს სამიტზე, ისრაელის დაბომბვების ქვეშ მყოფ ღაზაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიციის დაჭერას.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის წყაროს განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა, ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ, ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ლეო ვარადკარმა და მალტის პრემიერ-მინისტრმა რობერტ აბელამ ერთობლივი წერილი გაუგზავნეს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს მიშელს.

წერილში მოითხოვეს, რომ 14-15 დეკემბერს ბრიუსელში გასამართ ევროკავშირის საბჭოს სამიტზე ღაზის სექტორში არსებული ვითარებასთან და ორსახელმწიფოებრივი გადაწყვეტის შესახებ მკაფიო პოზიციის დადგენისთვის დისკუსია დღის წესრიგში იქნას შეტანილი.

ოთხი პრემიერ-მინისტრი, რომლებმაც დაგმეს ჰამასის ტერორისტული თავდასხმები 7 ოქტომბერს და გაიმეორეს, რომ ისრაელს შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად,  აცხადებს რომ მეორეს მხრივ, ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებლად მიწოდების გარანტირებისთვის ევროკავშირმა ერთობლივი გადაწყვეტილება ინდა მიიღოს.

ჰამასის სამხედრო ფრთამ, კასამის ბრიგადებმა, გამოაცხადეს, რომ 7 ოქტომბერს დაიწყეს ყოვლისმომცველი შეტევა ისრაელზე სახელწოდებით "ალ-აქსას წარღვნა".

ამის საპასუხოდ ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ღაზას სექტორის წინააღმდეგ „რკინის ხმლების“ სახელწოდების ოპერაცია დაიწყო სამხედრო თვითმფრინავებით.

მზარდი დაძაბულობის შედეგად დაიღუპა 17 ათასზე მეტი პალესტინელი, უმეტესობა ბავშვი.


საკვანძო სიტყვები: #შარლ მიშელი , #ევროსაბჭო

მსგავსი ინფორმაციები