დიპლომატიური დაძაბულობა სუდანსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის

დიპლომატიური დაძაბულობა სუდანსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის

2074892
დიპლომატიური დაძაბულობა სუდანსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის

სუდანმა, არაბთა გაერთიანებული საემიროების 15 დიპლომატს, რომლებიც მის ქვეყანაში მუშაობენ „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადეს და მოუწოდეს, რომ  ქვეყანა 48 საათის განმავლობაში დაეტოვებინათ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება სუდანში, არაბეთის გაერთიანებული საემიროების დროებით რწმუნებულს ბედრიე ალ-შაჰის უკვე ეცნობა.

ცნობისათვის, სუდანის სუვერენული საბჭოს წევრმა და არმიის მეთაურის მოადგილემ, გენერალმა იასირ ალ-ათამ დედაქალაქ ხარტუმის დასავლეთით ქალაქ, ომდურმანში 27 ნოემბერს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროები არის „მაფიოზური ქვეყანა“ და მას ყავს მილიცია, რომელიც აეროპორტების მეშვეობით მეზობელ ქვეყნებს უწყვეტ დახმარებას უწევს.



მსგავსი ინფორმაციები