ახალი დახმარება აშშ-სგან უკრაინას

ახალი დახმარება აშშ-სგან უკრაინას

2073780
ახალი დახმარება აშშ-სგან უკრაინას

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინას 175 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყვეს და ეს დაფინანსება შესაძლოა ბოლო იყოს, თუ კონგრესი მას ხელახლა არ დაამტკიცებს.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში უკრაინას გადაეცემა საჰაერო თავდაცვა, HIMARS-ი და საარტილერიო საბრძოლო მასალა და HARM-ის ანტი-სარადარო თვითმფრინავების რაკეტები.

”თუ კონგრესი არ დაამტკიცებს პრეზიდენტის მოთხოვნას დამატებითი დაფინანსების შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ეს იქნება ერთ-ერთი ბოლო თავდაცვის დახმარების პაკეტი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ უკრაინას”. - თქვა მან.

დახმარება, რომელიც განხორციელდება აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის პენტაგონის საწყობებიდან, ასევე მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, შაშხანის საბრძოლო მასალებს და „საშუალებებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეროვნული ინფრასტრუქტურის დასაცავად“.


საკვანძო სიტყვები: #სამხედრო დახმარება , #უკრაინა , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები