პაპა ფრანსისკე: „ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა სავალალოა“

პაპა ფრანსისკე: „ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა სავალალოა“

2072005
პაპა ფრანსისკე: „ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა სავალალოა“

კათოლიკური სამყაროს სულიერმა ლიდერმა და ვატიკანის პრეზიდენტმა ფრანცისკემ საკვირაო ლოცვის გზავნილებში განაცხადა: „ისრაელსა და პალესტინაში ვითარება სერიოზულია. სამწუხაროა, რომ ცეცხლის შეწყვეტა დაირღვა.“

პაპა ფრანსისკემ საკვირაო ლოცვის დროს ღაზაში არსებულ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „ვითარება ისრაელსა და პალესტინაში სერიოზულია. ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა სავალალოა. ეს ნიშნავს სიკვდილს, ნგრევას და უბედურებას. ბევრი მძევალი გაათავისუფლეს, მაგრამ ბევრი კვლავ ღაზაშია. ჩვენ ვფიქრობთ მათზე და იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ ისევ დავაბრუნოთ ეს ადამიანები საკუთარ ოჯახებში. ღაზაში მრავალი ადამიანი იტანჯება, იქ, ელემენტარული საჭიროებების ნაკლებობაა. იმედი მაქვს, რომ ამ საკითხში ჩართული ყველა პირი შეძლებს რაც შეიძლება მალე მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას და მშვიდობისკენ მიმავალი გზების მოძიებას.“



მსგავსი ინფორმაციები