ისრაელ-ჰამასს შორის ზავი კიდევ გახანგრძლივდა

ისრაელ-ჰამასს შორის ზავი კიდევ გახანგრძლივდა

2070707
ისრაელ-ჰამასს შორის ზავი კიდევ გახანგრძლივდა

ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში „ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის“ დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე განაცხადა, რომ ეს ზავი კიდევ გახანგრძლივდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „შუამავლების ძალისხმევის გათვალისწინებით, რომ შეთანხმების პირობების მიხედვით მძევლების გათავისუფლების პროცესი გახანგრძლივდეს, ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივების შეთანხმება მიღწეულია.“

თავის მხრივ, ჰამასის მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა“ კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდა.

შეგახსენებთ, რომ ჰამასის სამხედრო ფრთამ, „ალ-ყასამის ბრიგადამ“ 7 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ დაიწყო ყოვლისმომცველი შეტევა ისრაელზე, სახელწოდებით „ალ-აქსას წარღვნა“. მაშინ, როცა ღაზადან ისრაელის მიმართულებით ათასობით რაკეტა გაისროლეს და შეიარაღებული ჯგუფები შევიდნენ რეგიონის დასახლებებში.

ისრაელის არმიამ ასევე განაცხადა, რომ სამხედრო თვითმფრინავებით დაიწყო ღაზას სექტორის წინააღმდეგ „რკინის ხმლების“ ოპერაცია.

დაძაბულობის ესკალაციისას ათასობით დაღუპულია ორივე მხრიდან.



მსგავსი ინფორმაციები