ჯოზეფ ბორელი ისრაელის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

ჯოზეფ ბორელი ისრაელის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

2069811
ჯოზეფ ბორელი ისრაელის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ისრაელის მიერ პალესტინის მიწებზე კიდევ უფრო მეტი უკანონო დასახლებების მშენებლობისთვის ახალი თანხების გამოყოფა არ არის ლეგიტიმური დაცვის უფლება.

ბორელმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა: „შეშფოთებული ვიყავი, როცა გავიგე, რომ ომის შუაგულში (მოძრაობა ჰამასთან, რომელიც 7 ოქტომბერს დაიწყო), ისრაელის მთავრობა ემზადება ახალი თანხების გამოყოფისთვის კიდევ უფრო მეტი უკანონო დასახლებების ასაშენებლად. ეს არ არის მათი თავდაცვა და იგი არ მოუტანს ისრაელს უფრო მეტ უსაფრთხოებას. არალეგალური დასახლებები არის ადამიანის საერთაშორისო უფლებების სერიოზული დარღვევა და ისრაელის უსაფრთხოების უდიდესი პრობლემა“.



მსგავსი ინფორმაციები