მაჰმუდ აბასი ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეულ შეთანხმებას აფასებს

მაჰმუდ აბასი ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეულ შეთანხმებას აფასებს

2067755
მაჰმუდ აბასი ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეულ შეთანხმებას აფასებს

პალესტინის სახელმწიფოს პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება, - ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინის საინფორმაციო სააგენტო Wafa ავრცელებს.

პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის (PLO) გენერალურმა მდივანმა, ჰასან ალ-შეიხმა გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ მაჰმუდ აბასი და პალესტინის ადმინისტრაცია კმაყოფილი არიან ისრაელსა და ჰამასს შორის კონფლიქტის ჰუმანიტარული პაუზის შესახებ მიღწეული შეთანხმებით და ამ საკითხთან მიმართებაში გაწეული ძალისხმევისთვის კატარის და ეგვიპტის მადლიერები არიან.

ალ-შეიხმა ასევე განაცხადა, რომ მათ გაიმეორეს თავიანთი მოწოდებები პალესტინელ ხალხზე ისრაელის თავდასხმების ყოვლისმომცველი შეწყვეტის, რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის, საერთაშორისო ლეგიტიმურობაზე დაფუძნებული პოლიტიკური გადაწყვეტის განხორციელების, ოკუპაციის დასრულებისა შესახებ, რათა პალესტინელმა ხალხმა მოიპოვოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.

შეგახსენებთ, რომ ისრაელმა და ჰამასმა მძევლების გათავისუფლების მიზნით საომარი მოქმედებების 4-დღიან ჰუმანიტარულ პაუზაზე შეთანხმდნენ.



მსგავსი ინფორმაციები