გაერომ ავღანეთში დაბრუნებულთათვის 10 მილიონი დოლარი გამოყო
გაერომ ავღანეთში დაბრუნებულთათვის 10 მილიონი დოლარი გამოყო
2067523
ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, მარტინ გრიფიტსმა განაცხადა, რომ მათ ავღანეთში დაბრუნებულთათვის 10 მილიონი დოლარის სპეციალური ფონდი გამოიყო.
გრიფიტსმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში თქვა: „მიმდინარე წლის სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემებით, პაკისტანიდან ავღანეთში 300 ათასზე მეტი ავღანელი დაბრუნდა. გაერომ, ავღანეთში დაბრუნებულთათვის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ცენტრალური ფონდიდან 10 მილიონი დოლარი გამოყო. ეს თანხა, სასიცოცხლო მხარდაჭერისა და ძირითადი ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იქნება გამოყენებული“.