ისრაელის პოლიცია TRT-ს გუნდს თავს დაესხა

ისრაელის პოლიცია TRT-ს გუნდს თავს დაესხა

2065724
ისრაელის პოლიცია TRT-ს გუნდს თავს დაესხა

ალ-აქსას მეჩეთის გარშემო, ისრაელის პოლიციის მხრიდან პარასკევის ლოცვასთან დაკავშირებით შეზღუდვები გრძელდება. რეგიონში მოვალეობის შემსრულებელ, თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა, TRT-ს გუნდს ისრაელის პოლიცია თავს დაესხა.

ფაქტს უკვე გამოეხმაურა, თურქეთის მთავრობის მაღალჩინოსნები.

სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) პრესსპიკერმა ომერ ჩელიქი, სოციალურ ქსელ, X-ის პლატფორმაზე ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს: „კატეგორიულად ვგმობთ ისრაელის პოლიციის აგრესიას TRT-ს გუნდის წინააღმდეგ, რომლებიც მსოფლიოს აწვდიან პალესტინაში განვითარებულ მოვლენებს“.

ფაქტს ასევე გამოეხმაურა კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფაჰრეთთინ ალთუნიც.

ფაჰრეთთინ ალთუნი სოციალურ ქსელ, X-ის პლატფორმაზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს: „ისრაელი, თავისი შეიარაღებული ელემენტებით, ჯარისკაცებიდან დაწყებული პოლიციელებით დამთავრებული, აგრძელებს საერთაშორისო სამართლის დარღვევას და უგულებელყოფს ნებისმიერ წესსა თუ პრინციპს. ვუთანაგრძნობ TRT-ს გუნდს ამ საზარელი ქმედების გამო და მომხდარს მკაცრად ვგმობ“.



მსგავსი ინფორმაციები