საფრანგეთში სახის ამოცნობის პროგრამა არალეგალურად გამოიყენება

საფრანგეთში სახის ამოცნობის პროგრამა არალეგალურად გამოიყენება

2065102
საფრანგეთში სახის ამოცნობის პროგრამა არალეგალურად გამოიყენება

გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის უსაფრთხოების ძალები 2015 წლიდან არალეგალურად იყენებენ Briefcam-ის სახის ამოცნობის პროგრამას.

ფრანგული საგამოძიებო საიტი Disclose-ი ამტკიცებდა, რომ ხელისუფლებამ ფარულად შეიძინა სახის ამოცნობის პროგრამა ისრაელის კომპანია Briefcam-ისგან 2015 წელს.

ეროვნული პოლიციის დეპარტამენტის შიდა კორესპონდენციისა და Disclose-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, პოლიცია წლების განმავლობაში იყენებდა Briefcam-ის პროგრამულ უზრუნველყოფას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და შინაგან საქმეთა სამინისტრომ თვალი დახუჭა კანონის ამ დარღვევაზე.

კვლევის საიტზე ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონით გზა გაუხსნა იმ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აქამდე მხოლოდ გარდაუვალ შემთხვევებში იყო დაშვებული, ბევრად უფრო ფართო მასშტაბით გამოიყენებოდა.

Disclose-ის თანახმად, ეს კანონი უშიშროების ძალებს უხსნის კარს, პროგრამა, 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზეც გამოიყენონ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და თავისუფლების შესახებ კანონის თანახმად, სამართალდამცავების მიერ ბიომეტრიული იდენტიფიკაციისა და სახის ამოცნობის ტექნიკის გამოყენება აკრძალულია განსაკუთრებული შემთხვევების გარდა.



მსგავსი ინფორმაციები