სალივანი: „ჩვენ არ გვინდა ვიხილოთ კონფლიქტი საავადმყოფოებში“

სალივანი: „ჩვენ არ გვინდა ვიხილოთ კონფლიქტი საავადმყოფოებში“

2063786
სალივანი: „ჩვენ არ გვინდა ვიხილოთ კონფლიქტი საავადმყოფოებში“

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანი, ისრაელის მხრიდან ღაზაში საავადმყოფოებზე განხორციელებული თავდასხმებს აფასებს და აღნიშნავს: „აშშ-ს არ სურს იხილოს კონფლიქტები საავადმყოფოებში, სადაც უდანაშაულო ადამიანები და პაციენტები არიან, ჩვენ ამ საკითხზე კონსულტაციები გავმართეთ ისრაელის თავდაცვის ძალებთან“.

მან აღნიშნული შეფასება, ტელეკომპანია CBS News-ისთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

თავის მხრივ, სალივანმა განაცხადა, რომ ისრაელი გააგრძელებს თავის საქმიანობას ჰამასის წინააღმდეგ და რომ აღარ დაბრუნდება 7 ოქტომბრამდე პერიოდი პალესტინის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით.

„საბოლოოდ, პალესტინელებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორი იქნება მათი მომავალი მმართველობა. ეს უნდა მოიცავდეს დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორის გაერთიანებას. აშშ-ს არ სურს იხილოს კონფლიქტები საავადმყოფოებში, სადაც უდანაშაულო ადამიანები და პაციენტები არიან. ჩვენ ამ საკითხზე კონსულტაციები გავმართეთ ისრაელის თავდაცვის ძალებთან. რაც შეეხება ჰამასის ხელთ არსებულ ტყვეებს, აშშ აგრძელებენ აქტიურ მუშაობას“, განაცხადა ჯეიკ სალივანიმ. 



მსგავსი ინფორმაციები