პრეზიდენტი ერდოღანი უზბეკეთში ECO-ს სამიტს დაესწრება

პრეზიდენტი ერდოღანი უზბეკეთში ECO-ს სამიტს დაესწრება

2061749
პრეზიდენტი ერდოღანი უზბეკეთში ECO-ს სამიტს დაესწრება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს, უზბეკეთში მიემგზავრება, სადაც, დღეს და ხვალ გასამართ, ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (ECO) სამიტს დაესწრება.

სამიტი, რომელიც წელს მე-16-ედ გაიმართება, ორ დღეს გაგრძელდება.

პრეზიდენტი ერდოღანი ვიზიტის ფარგლებში პირისპირ შეხვედრებს გამართავს მონაწილე ქვეყნების ლიდერებთან.

სამიტზე განსახილველ საკითხებს შორის იქნება ისრაელის მიერ პალესტინაზე თავდასხმების შეჩერება და პალესტინაში ჰუმანიტარული დახმარების რაც შეიძლება მალე შეტანა.

სამიტზე გადაიდგმება ნაბიჯები წევრ ქვეყნებს შორის სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გასავითარებლად.

სამიტზე, სადაც ასევე განიხილება რეგიონული საკითხები, შეფასდება ზანგეზურის დერეფნის დასკვნითი ეტაპი, რომელიც დაამყარებს პირდაპირ სახმელეთო კავშირს რეგიონსა და თურქეთს შორის.



მსგავსი ინფორმაციები