ძლიერი წვიმები აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებში

ძლიერი წვიმები აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებში

2061395
ძლიერი წვიმები აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებში

აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან, კენიასა და სომალიში, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო ბოლო მონაცემებით 29 ადამიანი დაიღუპა.

ეროვნული მედიის ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ უარყოფითად იმოქმედა სომალსა და კენიაზე.

ორ ქვეყანაში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას 29 ადამიანი ემსხვერპლა და 113 ათასზე მეტ ადამიანს მოუწია საცხოვრებელი სახლების დატოვება.

გავრცელებული ინფორმაციით, ასევე დაკარგულად მიიჩნევა მრავალი ადამიანი, რომლების სამძებრო-სამაშველო სამუშაოებიც გრძელდება.

ცნობისათვის, სომალი და კენია კლიმატის ცვლილებისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს შორისაა, მაშინ როცა ათასობით ადამიანი იძულებით გადაადგილებულია გვალვისა და წყალდიდობის გამო.



მსგავსი ინფორმაციები