გაერო: „ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა მილიონობით ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“

გაერო: „ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა მილიონობით ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“

2059310
გაერო: „ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა მილიონობით ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“

გაეროს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტომ (UNRWA) განაცხადა, რომ ისრაელის არმიის მიერ ღაზას სექტორის მუდმივი დაბომბვა შოკისმომგვრელია და დასძინა, რომ გადაუდებელი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა მილიონობით ადამიანის სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია.

სააგენტოს X სოციალური მედიის ანგარიშზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „ისრაელის არმიის მიერ ღაზას სექტორის ინტენსიური დაბომბვა შოკისმომგვრელია. ჩვენს თვალწინ წარმოქმნილი უპრეცედენტო ნგრევა, ჰუმანიტარული ტრაგედიაა. დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა მილიონობით ადამიანის სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია. ის, რაც ღაზაში ხდება, არის იძულებითი გადაადგილება. ამ დროისათვის, ღაზას სექტორში 670 ათასმა ადამიანმა თავი შეიფარა გაეროს 150 გადატვირთულ შენობაში“.


საკვანძო სიტყვები: #UNRWA , #ცეცხლის შეწყვეტა , #ღაზა , #გაერო

მსგავსი ინფორმაციები