მეცოლამ განაცხადა, რომ ღაზის სექტორი სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ ღაზის სექტორი სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას

2058600
მეცოლამ განაცხადა, რომ ღაზის სექტორი სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ ღაზის სექტორი სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას.

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მყოფმა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მეცოლამ ელისეის სასახლეში ორმხრივი შეხვედრის წინ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია  გამართა.

მაკრონმა განაცხადა, რომ მეცოლასთან შეხვედრაზე განიხილავენ საკანონმდებლო სამუშაოებს, რომლებიც პარლამენტში უნდა დასრულდეს 2024 წლის 6-9 ივნისს გასამართ საპარლამენტო არჩევნებამდე.

მან აღნიშნა, რომ მეცოლას ინიციატივით, ევროპარლამენმა გამოხატა მხარდაჭერა ისრაელის მიმართ 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის შემდეგ, მიმართა ევროპარლამენტის პრეზიდენტს და თქვა: „განსაკუთრებით ევროპარლამენტის მიერ 19 ოქტომბერს მიღებული შუამდგომლობით, მხარი დაუჭირეთ ისრაელს და საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის პატივისცემის საკითხზე იყავით ზუსტი და დამაჯერებელი ხმა".

მეცოლამ ასევე თქვა: „ისრაელში თავდასხმები, ღაზაში არსებული მძიმე მდგომარეობა ჩრდილს აყენებს ახლო აღმოსავლეთს“.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღაზა სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას და დაამატა: "სამოქალაქოები არ შეიძლება იყოს სამიზნე, ტყვეები უნდა გაათავისუფლონ. ისრაელის პასუხი უნდა იყოს საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისი. ამ მიზეზით, ევროპარლამენტმა ჰუმანიტარული პაუზის მოწოდებბა გააკეთა“.

მეცოლამ განაცხადა, რომ კონფლიქტის ჰუმანიტარული პაუზის შემთხვევაში, უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიძლება გადარჩეს და საერთაშორისო დახმარებამ ღაზაში მიაღწიოს.

შეგახსენებთ, რომ ჰამასის სამხედრო ფრთამ, კასამის ბრიგადამ გამოაცხადა 7 ოქტომბერს მასშტაბური შეტევის დაწყება ისრაელზე სახელწოდებით "ალ-აქსას წარღვნა".

ამის საპასუხოდ ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ღაზის სექტორის წინააღმდეგ სამხედრო თვითმფრინავებით დაიწყო ოპერაცია „რკინის ხმლები“.

დაძაბულობის ესკალაციას ორივე მხრიდან ათასობით ადამიანი შეეწირა.



მსგავსი ინფორმაციები