ისრაელის არმია ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლის უფლებას არ იძლევა

ისრაელის არმია ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლის უფლებას არ იძლევა

2053465
ისრაელის არმია ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლის უფლებას არ იძლევა

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ დახმარებას არ დაუშვებენ ღაზას სექტორში, რომელიც ამჟამად ბლოკადაშია.

ისრაელის არმიის პრესსპიკერის დანიელ ჰაგარის მიერ გამართული პრესკონფერენცია, ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზია, KAN-ის მეშვეობით გადაიცა.

ჰაგარმა თქვა: „ამ ეტაპზე მინდა ყველამ იცოდეს, რომ ღაზაში დახმარება არ იქნება. ღაზას საზღვრის კარი ისევ დაკეტილია. ამის შესახებ გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ დონეზე იქნება მიღებული და შემდეგ განხორციელდება, ჩვენ გამოვაცხადებთ, მაშინ, როცა დახმარების შემოსვლის დრო მოვა.“

პრესკონფერენციის დროს, ჰაგარმა ასევე განაცხადა, რომ 100-ზე მეტი ისრაელელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება და ამის შესახებ მათ ოჯახებს ეცნობათ.

შეგახსენებთ, რომ ჰამასის სამხედრო ფრთამ, „ალ-ყასამის ბრიგადამ“ 7 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ დაიწყო ყოვლისმომცველი შეტევა ისრაელზე, სახელწოდებით „ალ-აქსას წარღვნა“. მაშინ, როცა ღაზადან ისრაელის მიმართულებით ათასობით რაკეტა გაისროლეს და შეიარაღებული ჯგუფები შევიდნენ რეგიონის დასახლებებში.

ისრაელის არმიამ ასევე განაცხადა, რომ სამხედრო თვითმფრინავებით დაიწყო ღაზას სექტორის წინააღმდეგ „რკინის ხმლების“ ოპერაცია.

დაძაბულობის ესკალაციისას ათასობით დაღუპულია ორივე მხრიდან.


საკვანძო სიტყვები: #დახმარება , #ღაზა , #ისრაელის არმია

მსგავსი ინფორმაციები