HRW: „ღაზაში 600 ათას ადამიანს სუფთა წყალი ესაჭიროება“

HRW: „ღაზაში 600 ათას ადამიანს სუფთა წყალი ესაჭიროება“

2053593
HRW: „ღაზაში 600 ათას ადამიანს სუფთა წყალი ესაჭიროება“

უფლებადამცავმა ორგანიზაციამ, ჰიუმან რაიტს უოჩიმ (HRW), გამოაცხადა, რომ ისრაელმა ღაზას წყალმომარაგება 11 ოქტომბერს შეუწყვიტა, რის გამოც 600 ათას ადამიანს სუფთა წყალი ესაჭიროება. სოციალურ პლატფორმის X-ზე თავის პოსტში HRW-მა აღნიშნა, რომ ისრაელის მიერ ღაზას სექტორის ბლოკადა პალესტინელ ბავშვებსა და სხვა მშვიდობიან მოსახლეობას დიდი რისკის ქვეშ აყენებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელმა ღაზას წყალმომარაგება 11 ოქტომბერს შეუწყვიტა, რის შედეგადაც 600 ათას ადამიანს სუფთა წყალი შეუწყდა და წყალზე, საწვავსა და ელექტროენერგიაზე წვდომის შეუძლებლობა საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს.

მათივე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის მიერ ღაზას უკანონო ბლოკადა ბავშვებისთვის საბედისწეროა.

შეგახსენებთ, რომ ჰამასის სამხედრო ფრთამ, „ალ-ყასამის ბრიგადამ“ 7 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ დაიწყო ყოვლისმომცველი შეტევა ისრაელზე, სახელწოდებით „ალ-აქსას წარღვნა“. მაშინ, როცა ღაზადან ისრაელის მიმართულებით ათასობით რაკეტა გაისროლეს და შეიარაღებული ჯგუფები შევიდნენ რეგიონის დასახლებებში.

ისრაელის არმიამ ასევე განაცხადა, რომ სამხედრო თვითმფრინავებით დაიწყო ღაზას სექტორის წინააღმდეგ „რკინის ხმლების“ ოპერაცია.

დაძაბულობის ესკალაციისას ათასობით დაღუპულია ორივე მხრიდან.



მსგავსი ინფორმაციები