ერდოღან-პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ერდოღან-პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

2049100
ერდოღან-პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სატელეფონო საუბრის დროს ლიდერებმა განიხილა ისრაელსა და პალესტინას შორის შემაშფოთებელი კონფლიქტის მიმდინარეობა და დაძაბულობის გავრცელების პრევენციის ზომები.

ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს შეფასდა, თუ რა ინიციატივები იქნება გატარებული რეგიონში ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ სამოქალაქო დასახლებებზე თავდასხმები შემაშფოთებელია და ეს ფაქტი ანკარისთვის მიუღებელია.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს ყველა ძალისხმევას რეგიონში სიმშვიდის უზრუნველსაყოფად.



მსგავსი ინფორმაციები