ევროპარლამენტმა თურქეთისთვის 400 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება დაამტკიცა

ევროპარლამენტმა თურქეთისთვის 400 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება დაამტკიცა

2046645
ევროპარლამენტმა თურქეთისთვის 400 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება დაამტკიცა

ევროპარლამენტმა, ევროკავშირის მხრიდან თურქეთში მიმდინარე წლის დასაწყისში, ქაჰრამანმარაშის ეპიცენტრში მომხდარი მიწისძვრის გამო 400 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება დაამტკიცა.

ევროპარლამენტის გენერალურ ასამბლეაზე გამართულ კენჭისყრაში დახმარების პაკეტი მიღებულ იქნა 593 ხმით „კი“, 11 „არა“ და 22 თავი შეიკავა.

მთლიანი პაკეტი, რომელიც დაამტკიცა ევროპარლამენტის გენერალურმა ასამბლეამ, მოიცავს 454,8 მილიონი ევროს დახმარებას. თანხის 400 მილიონი ევრო გაეგზავნება თურქეთს, 33,9 მილიონი ევრო რუმინეთს, რომელიც გვალვამ დააზარალა 2022 წელს, ხოლო 20,9 მილიონი ევრო იტალიას, სადაც წყალდიდობამ 2022 წლის სექტემბერში დიდი ზიანი გამოიწვია.

დახმარება დაიფარება ევროკავშირის ბიუჯეტის სოლიდარობისა და გადაუდებელი დახმარებისთვის გამოყოფილი ნაწილიდან.



მსგავსი ინფორმაციები