თეთრი სახლი: უკრაინის დახმარების პაკეტი მალე იქნება

თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინე ჟან-პიერმა აღნიშნა, რომ მალე გამოცხადდება ახალი მხარდაჭერის პაკეტი უკრაინის დახმარებისთვის

2045832
თეთრი სახლი: უკრაინის დახმარების პაკეტი მალე იქნება

თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინე ჟან-პიერმა აღნიშნა, რომ მალე გამოცხადდება ახალი მხარდაჭერის პაკეტი უკრაინის დახმარებისთვის, რომელიც არ შედის აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილ დროებითი ბიუჯეტის კანონპროექტში.

ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე ჟან-პიერმა უპასუხა კითხვებს ბაიდენის მიერ ხელმოწერილი დროებითი ბიუჯეტის 45-დღიან კანონპროექტში უკრაინის ახალი დაფინანსების არარსებობის შესახებ.

ჟან-პიერმა აღნიშნა, რომ აშშ-ს ექნება დახმარების კიდევ ერთი პაკეტი, რომელიც "აჩვენებს მის მხარდაჭერას" უკრაინისადმი და თქვა: "უკრაინის უკან არის ძალიან ძლიერი საერთაშორისო კოალიცია".

ჟან-პიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დროებითი ბიუჯეტის კანონპროექტის ფარგლებში არ არსებობის მიუხედავად დახმარება, რომელსაც აშშ გაუწევს უკრაინას საკუთარი ინვენტარიდან "პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში" "შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული ხნით, მაგრამ ეს არ არის გრძელვადიანი გამოსავალი" და რომ აღნიშნული დახმარების პაკეტის დეტალებზე თავდაცვის სამინისტროს შეუძლია უფრო ამომწურავი ინფორმაციიდ მიწოდება.


საკვანძო სიტყვები: #დახმარება , #უკრაინა , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები